„ევროპული საქართველოს“ წევრები პარლამენტში „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი დროშებით მივიდნენ

„ევროპული საქართველოს“ წევრები პარლამენტში „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი დროშებით მივიდნენ

პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს“ წევრები „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი დროშებით მივიდნენ. მათ დროშები სხდომათა დარბაზში საკუთარ მაგიდასთან განათავსეს.

როგორ ,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ახადებენ, ისინი ტელეკომპანიას სოლიდარობას უცხადებენ.

"ეს არის პროტესტის ფორმა. ხელისუფლება და დეპუტატები არღვევენ სიტყვის თავისუფლებას და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უპრეცენდენტო გადაწყვეტილების შემდეგაც კი, არ აღიარებენ თავიანთ პასუხისმგებლობას. ამიტომ მათ ამ ყველაფერს ვახსენებთ", - განაცხადა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.