მეგობრული წრეები, ორი-სამი ადამიანი ცალკე, ხუთი ცალკე, ეს კლანები ხომ არ არის, პირადი ურთიერთობაა - კლანები ჩვენთვის უცნობია

მეგობრული წრეები, ორი-სამი ადამიანი ცალკე, ხუთი ცალკე, ეს კლანები ხომ არ არის, პირადი ურთიერთობაა - კლანები ჩვენთვის უცნობია

კლანები, როგორც ასეთი ჩვენთვის უცნობია. დაპირისპირება არა, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან წმინდა სინდოდის სხდომის დაწყებამდე რუსთავის მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა განუცხადა.

კითხვაზე, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე განიხილება თუ არა ჭყონდიდის მიტროპოლიტის პეტრე ცაავას საკითხი, მის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული მწვავე განცხადებების გამო, მეუფე იოანემ ასე უპასუხა: “მეუფე პეტრემ ძალიან ემოციურად კი თქვა, მაგრამ რაიმე სერიოზული არგუმენტი მას არ მოუყვანია და ამიტომ მსჯელობა მარტო ემოციურ სიტყვებზე ძნელია.

შეკითხვაზე, საპატრიარქოში თუ არის კლანური დაპირისპირება, მეუფე იოანემ საპატრიარქოში კლანების არსებობა უარყო, თუმცა დასძინა, რომ “დაპირისპირება არა, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს”. 

“ყველას სკოლაში და ინსტიტუტში გისწავლიათ და იცით, არის მეგობრული წრეები, ორი-სამი ადამიანი ცალკე, ხუთი ცალკე, ეს კლანები ხომ არ არის, პირადი ურთიერთობაა. ვიღაცა მეგობრობს, ვიღაცა ნაკლებად მეგობრობს. კლანები როგორც ასეთი, ჩვენთვის უცნობია. დაპირისპირება არა, აზრდა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს”, - განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.
მეუფემ უარყო მასზე რაიმე გავლენა პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მხრიდან.
“ის პატრიარქის მდივანია და რაც ევალება, იმას აკეთებს. ჩემზე არ მიგრძვნია გავლენა. მე განათლებას განვაგებ და მისი ზეწოლა და გავლენა არ გამიგია”, - განაცხადა მეუფემ.