ვფიქრობ, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამდენად ავთენტურია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი

ვფიქრობ, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამდენად ავთენტურია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი

არ მაქვს უფლება არ ვენდო (პროკურატურას), მაგრამ ეს პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხია, - ასეთი კომენტარი გააკეთა რუსთავის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა დღეს საპატრიარქოსთან, ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საუბრისას. 

ჟურნალისტებმა მას კითხვით მიმართეს, პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ მასალებთან მიმართებაში დარჩა თუ არა მეუფეს კითხვები.

“თვითონვე თქვეს, რომ გამოქვეყნებული მტკიცებულებები სრული არ არის. მე ვფიქრობ, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერი. ეს ჩემს კომპეტენციას აღემატება. 

მამა გიორგის არ ვიცნობ. ფაქტობრივად, საპატრიარქოში ორ-სამჯერ მყავს ნანახი და არ ვიცოდი, რომელ ეპარქიაში მსახურობდა. ახლა გავიგე”, - განაცხადა მეუფე იოანემ.