საკრებულოსთან „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა

საკრებულოსთან „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა. 

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილე მოვაჭრეებმა საკრებულოს წინ კარვების გაშლა სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. მათ შორის დაპირისპირებაც სწორედ აღნიშნულს მოჰყვა.

შეხლა-შემოხლა ამ წუთებშიც გრძელდება. პოლიციელები კარვების ტერიტორიიდან გატანას ცდილობენ, თუმცა მათ, თავის მხრივ, ამის საშუალებას დაზარალებული მოვაჭრეები არ აძლევენ.

მოვაჭრეების ხელისუფლებისგან კომპენსირებას მოითხოვენ.