რაც შეეხება უცნაურ სიხარულს და ნიშნის მოგებას, რომელიც გარკვეულ ჯგუფებს შორის შეინიშნება, მერწმუნეთ, ეს ყველაფერი მომდევნო თვეში დასრულდება

რაც შეეხება უცნაურ სიხარულს და ნიშნის მოგებას, რომელიც გარკვეულ ჯგუფებს შორის შეინიშნება, მერწმუნეთ, ეს ყველაფერი მომდევნო თვეში დასრულდება

რაც შეეხება უცნაურ სიხარულს და ნიშნის მოგებას, რომელიც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკაში და გარკვეულ ჯგუფებს შორის შეინიშნება, მერწმუნეთ, რომ მომდევნო თვეში ეს ყველაფერი დასრულდება. ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას, - ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, საქართველოში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით არანირი უკუსვლა არ იქნება. 

,,ჩვენ გვაქვს გაცილებით კარგი მდგომარეობა, ვიდრე საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ჰგონიათ. გვაქვს 5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე ვიზალიბერალიზაცია. იწყება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და გველოდება გადატვირთული ტურისტული სეზონი, რომელიც კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას. ეს არის ის მოცემულება რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში. რაც შეეხება უცანურ სიხარულს და ნიშნის მოგებას, რომელიც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკაში და გარკვეულ ჯგუფებს შორის შეინიშნება, მერწმუნეთ, რომ მომდევნო თვეში ეს ყველაფერი დასრულდება. ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას.„რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ჩევენს ქვეყანაში ჟურნალისტების დამოუკიდებელ პროფესიულ საქმიანობას. ვერანირი ჩარვა ვერ მოხდება ამ სფეროში და ბუნებრივია, შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიღებულიყო, მე არ ველოდები ამ მიმართულებით რამე ცვლილებას. ყველა ჟურნალისტი ჩვეულ რეჟიმში გააგრძლეებს დამოუკიდებლად პროფესიულ საქმიანობას. საქართველოს სჭირდება ობიექტური მედია. მედია, რომელსაც აქვს მაღალი სტანდარტები. ხელისუფლებას სჭირდება კრიტიკული მედია, რომ გაითვალისწინოს ის შენიშვნები , რაც მის საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს. საქართველოს არანაირი უკუსვლა არ ექნება მედიის თავისუფლების თვალსაზრისით“ , - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.