მეუფე ანტონი: ასეთ შემთხვევაში ვის უნდა დაუჯერო, თუ არა პროკურატურას?

მეუფე ანტონი: ასეთ შემთხვევაში ვის უნდა დაუჯერო, თუ არა პროკურატურას?

სწორედ იმისთვის არის სინოდის სხდომა დღეს, რომ ჩემი დასკვნები არ გამოვიტანო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განუცხადა. 

მეუფის თქმით, მისთვის სინოდის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები უცნობია. 

კითხვაზე, სჯერა თუ არა ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულების, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ „ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში ვის უნდა დაუჯეროს, პროკურატურას თუ არა?“. 

„როგორ გითხრათ, აბა, ქვეყანაში ვისი უნდა დაიჯერო, პროკურატურის თუ არა? ვერსიები მაქვს. ნებისმიერი ადამიანი, რასაც უყურებს, გამოაქვს თავისი დასკვნები. იმისთვის, რომ ჩემი დასკვნები არ გამოვიტანო, ამისთვის არის სინოდი დღეს. გავიგებთ ყველაფერს ამას“, - განაცხადა მეუფე ანტონმა. 

მიტროპილიტმა არ უპასუხა შეკითხვას, როგორ აფასებს ჭყონდიდის მიტროპილიტის, პეტრეს აქტივობას. 

საპატრიარქოში რამდენიმე წუთში წმინდა სინოდის დაიწყება.