სპორტული ინტერნეტპორტალი „სარბიელი“ დომინოში პირველ მედიატურნირს აწყობს

სპორტული ინტერნეტპორტალი „სარბიელი“ დომინოში პირველ მედიატურნირს აწყობს

10 მარტს სპორტული ინტერნეტპორტალი „სარბიელი“, ქართულ რეალობაში პირველად, დომინოში მედიატურნირს აწყობს.

„სარბიელი“ ტურნირში მონაწილეობისთვის ეპატიჟება ნებისმიერი მედიასაშუალების წარმომადგენლებს - როგორც მამაკაცებს, ასევე ქალბატონებს.

გამარჯვებულებისთვის  გათვალისწინებულია სახალისო საჩუქრები. 

დომინოს ტურნირის პარალელურად, მოთამაშეთა გულშემატკივრებისთვის გაიმართება  საინტერესო თამაშობები, ვიქტორინები.
„სარბიელის“   შემოქმედებითი გუნდი ამ დღეს სტუმრებს ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.

დომინოში ინტერნეტპორტალ „სარბიელის“ მედიატურნირი გაიმართება 2017 წლის, 10 მარტს, 15:30 საათიდან.
მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი №116, „დიდუბე პლაზას“ ფოიე.