აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პენტაგონს რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობა ეკრძალება

აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პენტაგონს რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობა ეკრძალება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პენტაგონის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობას კრძალავს. ამის შესახებ აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, რომელსაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდი აქვეყნებს.
დოკუმენტი, რომელიც 2017 წლის სექტემბრის ბოლომდეა გათვლილი, სამხედრო ხარჯებზე 578 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროექტს 371 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ გამოვიდა - 48. 
„არ შეიძლება, რომ თავდაცვის მდივანმა ეს თანხები გამოიყენოს „როსობორონექსპორტთან“ კონტრაქტების დასადებად“, - ნათქვამია პროექტში.
პროექტში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა უნდა მოქმედებდეს, ვიდრე რუსული კორპორაცია არ შეწყვეტს „ლეტალური სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას სირიის მთავრობისთვის და ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები ყირიმს არ დატოვებენ“.