ნაწილ-ნაწილ რომ ამოიღონ ჩვენებიდან საუბრის მონაკვეთები, შეიძლება ადამიანს ატომური ბომბის მომზადება დააბრალონ

ნაწილ-ნაწილ რომ ამოიღონ ჩვენებიდან საუბრის მონაკვეთები, შეიძლება ადამიანს ატომური ბომბის მომზადება დააბრალონ

ნაწილ-ნაწილ რომ ამოიღონ ჩვენებიდან საუბრის მონაკვეთები შეიძლება ატომური ბომბის მომზადება დააბრალონ ადამიანს, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. 

მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი დამონტაჟებულია იმგვარად, რომ საუბრის შინაარსობრივი მხარე შეცვლილია. მისივე ინფორმაციით, ბრალდება, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მოკვლას გეგმავდა, ჩანაწერში არსად ჩანს. 

”დასაბრედია” შორენა არ ნიშნავს რომ უნდა დაბრიდო. ჩემი პოზიციაა, რომ გაასაჯაროვონ მაშინ ჩანაწერის სრული ვერსია. ნაწილ - ნაწილ რომ ამოიღონ ჩვენებიდან საუბრის მონაკვეთები შეიძლება ატომური ბომბის მომზადება დააბრალონ ადამიანს. როდესაც რაღაცას ასაჯაროვებენ, უნდა იყოს დასაწყისი, შუა მონაკვეთი და დასასრული, რათა შინაარსზე შეგექმნას წარმოდგენა. ამ შემთხვევაში ეს ასე არ მომხდარა. ბევრი მონაკვეთი ამოჭრილია რამაც საუბრის შინაარსობრივი მხარე შეცვალა. ჩვენი პოზიციაა, რომ მსგავსი რამ რომ მართლა ყოფილიყო ირაკლი მამალაძეს მისცემდნენ ციანიდს და დააფიქსირებდნენ, თუ როგორ აიღო დეკანოზმა ციანიდი. გამოძიებამ ის ვერ დაადგინა თუ ვისგან შეიძინა ციანიდი და იმას ადგენენ რომ შორენას მოკვლა უნდათო?”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, იმას, თუ რატომ ეძებდა და რისთვის ეძებდა დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის არჩევის წესს, ეს დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი.