ნახევარი საქართველო მეორე ნახევარზე ამბობს, რომ ვიღაც ”დასაბრედია” და ეს თუ სტანდარტია, მაშინ მილიონნახევარი ადამიანია დასაკავებელი

ნახევარი საქართველო მეორე ნახევარზე ამბობს, რომ ვიღაც ”დასაბრედია” და ეს თუ სტანდარტია, მაშინ მილიონნახევარი ადამიანია დასაკავებელი

ნახევარი საქართველო მეორე ნახევარზე ამბობს, რომ ვიღაც ”დასაბრედია” და ეს თუ სტანდარტია, მაშინ მილიონნახევარი ადამიანია დასაკავებელი, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, დიალოგები იმდენადაა დამონტაჟებული, რომ არ ჩანს კონკრეტულ ფრაზებს რა წინაპირობა აქვს და მისი თქმის წინ რა სახის დიალოგი შედგა ირაკლი მამალაძესა და დეკანოზს შორის. 

”ამბობს ”შორენა დასაბრედია” და არა უნდა მოვკლა, ან მე უნდა დავბრიდო. ნახევარი საქართველო მეორე ნახევარზე ამბობს, რომ ვიღაცა ”დასაბრედია”. ეს თუ სტანდარტია, მაშინ მილიონნახევარი ადამიანი დასაკავებელია. საუბარში რა კითხვაზე და რა თემაზე პასუხობს ამას მამა გიორგი, ვინ დასვა შეკითხვა, რა თემას მოჰყვა ეს პასუხი არ ჩანს. ამას წინ უსწრებს გარკვეული დიალოგი, რაც ამოჭრილია. ირაკლი მამალაძე უსვამს შეკითხვებს დეკანოზს თუ რა დამოკიდებულებები აქვს სხვადასხვა საკითხებზე და ამაზე საკუთარ პოზიციებით პასუხობს მამა გიორგი. ანუ ირაკლი მამალაძე უსვამს შეკითხვებს შორენაზე და მამა გიორგი პასუხობს, რომ ”შორენა დასაბრედია”. აქ სადმე ამბობს, რომ მე უნდა მოვკლა, ან იმიტომ ვყიდულობ ციანიდს რომ უნდა ”დავბრიდო” შორენა?” - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 

ადვოკატის თქმით საუბარი დამონტაჟებულია ასევე თანამდებობრივი წინსვლის დიალოგშიც. როგორც ფანცულაიამ აღნიშნა, რეალურად ჩანაწერში საუბარია არა განზრახვის სისტულეში მოყვანის შემდეგ დაწინაურებაზე, არამედ იმაზე, რომ დეკანოზის თანამდებობრივი წინსვლა მოხდებოდა, მამამ გიორგის მიერ, მასზე დაკისრებული საქმეების კარგად შესრულებისთვის.