პროკურატურას მადლობას ვუხდი, პროკურორმა თვითონ გააჟღერა როდესაც განცხადებას კითხულობდა, რომ ციანიდს შორენას დავალებით ეძებდა

პროკურატურას მადლობას ვუხდი, პროკურორმა თვითონ გააჟღერა როდესაც განცხადებას კითხულობდა, რომ ციანიდს შორენას დავალებით ეძებდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია პროკურატურას, მამა გიორგის უდანაშაულობის დამტკიცებაში დახმარებისთვის მადლობას უხდის. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ფანცულაიამ განუცხადა, გასაჯაროვებული მტკიცებულებებითაც კი ვერ დაამტკიცა პროკურატურამ რომ დეკანოზმა ციანიდი შეიძინა და ის შორენა თეთრუაშვილის მოკვლის მიზნით სურდა. 

”პირველ რიგში, მადლობას ვუხდი პროკურატურას. ვიდეომასალები მიჭრეს- მოჭრეს, გადააკერეს- გადმოკერეს და მაინც ვერ დაამტკიცეს, რომ მამაომ იყიდა ციანიდი, ასევე ვერ დაამტკიცებენ, რომ მამაოს შორენას მოკვლა სურდა და ფაქტია, არსად ჩანს ასეთი რამ. თავისივე პირით გააჟღერა პროკურორმა, მაშინ როდესაც განცხადებას კითხულობდა, რომ ციანიდს ეძებდა შორენას დავალებით. ვერ გაბედეს სრულად გაესაჯაროვებინათ მასალა. მარტო ის სიტყვებია ამოკრეფილი, რაც მათთვის იყო სასურველი. რაც პროკურატურამ გაასაჯაროვა, ეს იყო მაქსიმუმი, რისი გასაჯაროვებაც შეეძლოთ, ისიც დამახინჯებული ფორმით”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.