დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის განცხადებით, მტკიცებულებები, რაც პროკურატურამ გაასაჯაროვა, დამონტაჟებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, ამის მიუხედავადაც კი, გამოქვეყნებული მასალებიდან არ ჩანს დეკანოზის ბრალეულობა.
„პროკურატურას არ გააჩნია არავითარი მტკიცებულება იმაზე, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციანიდი შეიძინა ან ვისგან მოხდა ამ ნივთიერების შეძენა. გასაჯაროებული მტკიცებულებები მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც პროკურატურას შეეძლო და ეს ჩანაწერები საგამოძიებო უწყებამ სათავისოდ დაამონტაჟა“, - განაცხადა ადვოკატმა.