ჩანაწერის მიხედვით, დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საკუთარ კარიერულ გეგმებზე საუბრობს თემა: ე.წ. ციანიდის საქმე

ჩანაწერის მიხედვით, დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საკუთარ კარიერულ გეგმებზე საუბრობს თემა: ე.წ. ციანიდის საქმე

მე წავალ ბოტკოველის, ან შორენას ადგილზე უფრო, პირველ რიგში დავითის (ჭინჭარაული) ადგილზე, - ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში აცხადებს, რომელშიც ის ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოწმე ირაკლი მამალაძეს ესაუბრება.

ჩანაწერის მიხედვით, ირაკლი მამალაძე დაკავებული დეკანოზისგან ინტერესდება, 
აქვს თუ არა პრეტენზია პატრიარქობაზე, რაზეც დეკანოზი გიორგი მამალაძე პასუხობს: „მე ბევრ რამეზე მაქვს პრეტენზაია, ჯერ თავს ვიკავებ“. 

"ესენი იბრძვიან, რომ მე მოვხვდე იქ, შიგნით (საპატრიარქოში), რაღაც თანამდებობაზე. ქონებაში ხომ ვარ? - ჩვენ ქონება არ გვაწყობს. ქონება ისეთი თემა არაა. ეს იყო იმისთვის, რომ იქ შევსულიყავით... მე წავალ ბოტკოველის ადგილზე, ან შორენას ადგილზე, ან მამა დავითის (გულისხმობს არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს) ადგილზე. უფრო პირველ რიგში მამა დავითის ადგილზე. არ ჩანს ეგ, პატრიარქს რომ უდგას სულ უკან ეგაა... მისი ძმა ჯვრის მონასტრის წინამძღვარია, ლოთია," - ამბობს პირისპირ საუბარში მამა გიორგი მამალაძე.

ასევე, მთავარი პროკურატურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ფარული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, რომელიც 18-წუთიანია, ირაკლი მამალაძე და დაკავებული დეკანოზი ციანიდის შესახებაც საუბრობენ.

"პროსტა გარანტია მინდა რომ მოქმედი იქნება... ვიცი რომ შაქრით ნეიტრალდება (ნატრის ფხვნილი)... მაგრამ ეგ ვინც არის, ის საერთოდ არ ჭამს ტკბილს, ერიდება რა მაქსიმალურად" - ამბობს ფარულად გადაღებულ ვიდეოში დეკანოზი გიორგი მამალაძე. ირაკლი მამალაძის კითხვაზე, "ეგ ჭიქაში არ რჩება?", მამა გიორგი მამალაძე პასუხობს: "რა ვიცი მე, არ მკიდია?! დარჩეს მერე ვინ დაადგენს რო?! ექსპერტიზა ვითომ?" 

რაც შეეხება ირაკლი მამალაძის შეკითხვას, რა სარგებელს მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ „საქმე მოგვარდებოდა“, დაკავებული დეკანოზი მას შემდეგნაირად მიმართავს: ”შენ კარგ ადგილს დაიკავებ”. 

ჩანაწერის თანახმად, აღნიშნული საუბრისას ირაკლი მამალაძე დაკავებული დეკანოზისგან ასევე ინტერესდება, „სად უშვებს შორენას“, რა შეკითხვაზეც მამა გიორგი მამალაძის პასუხი ასეთია: ”შორენას მარილზე”. 

ამასთან, ჩანაწერში ფიგურანტი პირები გერმანიაში, პატრიარქის თანმხლებ პირებზეც საუბრობენ, რა კონტექსტშიც მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით ამბობს: „შორენა მაინც ჩაძვრებოდა, იმენა ”დასაბრედია” ეგ შობელძაღლი”.

გარდა ამისა, ჩანაწერში საუბარია ფულზეც, რომელიც ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიების სანაცვლოდ უნდა მიეღო. ამ კონტექსტში მამა გიორგი მამალაძე აცხადებს: "დავურეკავ და ვეტყვი გამომიგზავნეთმეთქი. ახლა რა ვქნა? შენს ძმობას ვფიცავარ, დღეს ერთმა გადამაგდო რა, მე მივფრინავდი დღეს, მითხრეს მოგცემთო ფულს და ფული არაა, ვერ მივდივარ, არადა გერმანიაში მელოდებიან.... ჩემი ხელი სჭირდებათ მაგათ იქა. დედა უნდა ვუტირო! პროსტა, ასაკი არ მიწყობს ხელს თორემ..." - ამბობს დეკანოზი.