ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

9 მარტს, ვენეციაში, ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს 58-ე შეხვედრა გაიმართება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია.
დემოკრატიული არჩევნების საბჭო 2 წლის ვადით საბჭოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

დემოკრატიული არჩევნების საბჭო, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, მოისმენს ინფორმაციას ეუთო/ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის მიმდინარე და მომავალი საქმიანობის შესახებ.

დემოკრატიული არჩევნების საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნება ვენეციის კომისიისა და ეუთო/ეუთოსდემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის ერთობლივი მოსაზრების პროექტისაკითხზე: საკონტროლო ჩამონათვალი საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკისგათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო პროცესის დროს ეროვნულ და რეგიონულ დონეზეადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებასთან.

სხდომის მონაწილეები გაეცნობიან  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლის ნაშრომსთემაზე: „მინიმალური სტანდარტების დაწესება საარჩევნო სისტემებში იმისათვის, რომ შემოთავაზებულიიქნეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“. განხილული იქნება ამ სფეროში თანამშრომლობისშესაძლებლობები.

ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრად, მეორე ვადით, მიმდინარე წლის იანვარში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისკომიტეტის სხდომაზე აირჩიეს.