საქართველოს და კიდევ 5 ქვეყნის დიპლომატი სენატორებს მოუწოდებს, აშშ-მ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები შეინარჩუნოს

საქართველოს და კიდევ 5 ქვეყნის დიპლომატი სენატორებს მოუწოდებს, აშშ-მ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები შეინარჩუნოს

აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნის დიპლომატებმა აშშ-ის სენატორებს მოუწოდეს, ამერიკის შეერთებული შტატებმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები შეინარჩუნოს, - იუწყება სააგენტო Reuters. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე აშშ-ში პოლონეთის, საქართველოს, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის ელჩები სენატის ასიგნირების ქვეკომიტეტის სხდომას დაესწრნენ, სადაც რუსეთის მიერ მათ ქვეყნებში განხორციელებული ქმედებები განიხილებოდა. 

„ვიდრე რუსეთი არ დატოვებს უკრაინის მიწას, სანქციების შემსუბუქება არ უნდა მოხდეს, პირიქით, მათი გაზრდა უნდა მოხდეს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა. 

დიპლომატებმა რუსეთის ქცევა როგორც „ჰიბრიდული ომი“ აღწერეს, რაც კიბერშეტევებსა და პროპაგანდას და ძალის გამოყენებას ან ძალის გამოყენების მუქარას შეიცავს. 

აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ მაგალითად მოიყვანა რუსული მაუწყებლები,რომლებიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებენ.