საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმზე მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს გამოქვეყნდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმზე მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს გამოქვეყნდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმზე მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს გამოქვეყნდება. 

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაცია, რომელსაც ხელი 1-ელ მარტს მოეწერა, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.