ქიბარ ხალვაში - შეიძლება ”რუსთავი 2”-ში ვიყო სტუმრის სტატუსით, ძალით ხომ ვერ დავიპყრობ იქაურობას?

ქიბარ ხალვაში - შეიძლება ”რუსთავი 2”-ში ვიყო სტუმრის სტატუსით, ძალით ხომ ვერ დავიპყრობ იქაურობას?

თუ კანონმა საშუალება არ მომცა, შეიძლება ”რუსთავი 2”-ში ვიყო სტუმრის სტატუსით, ძალით ხომ ვერ დავიპყრობ იქაურობას? - ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე განუცხადა.

ხალვაშის თქმით, ის ცდილობს კანონის ფარგლებში განახორციელოს ყველა ქმედება და მოიქცევა ისე, როგორიც კანონი იტყვის.

”გადაწყვეტილება მიღებულია (უზენაესი სასამართლოს მიერ), მე გავიმარჯვე და ”რუთავი 2” მოკუთვნებულია ჩემზე. თუ კანონმა საშუალება არ მომცა, შეიძლება კომპანიაში ვიყო სტუმრის სტატუსით, მე რა ვიცი. ძალად ხომ ვერ დავიპყრობ იქაურობას? - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.