ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში დღეს ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა გაიმართება

ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში დღეს ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა გაიმართება

8 მარტს ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში, შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ”ევრპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვანო მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ოთარ კახიძე ავრცელებს. 
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგში მტკიცებულებათა წარდგენის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასამართლოს მისწერა, რომ ოთარ კახიძე პარლამენტის წევრი გახდა და ადვოკატი აღარ არის. 

”თეა წულუკიანმა სასამართლოს მიწერა ოთარ კახიძე პარლამენტის წევრი გახდა, ადვოკატი აღარ არის და ყველა მტკიცებულება, რომელიც წარმოგიდგინათ, დაუშვებლად სცანითო. ადვოკატთა ასოციაციის წევრობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაიცვა ადამიანის უფლება და წარმოადგინო განმცხადებელი სტრასბურგის სასამართლოში. ეს იციან კვალიფიციურმა იურისტებმა, მაგრამ არ იცოდა თეა წულუკიანმა. სასამართლოს პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა, ჩემი გაგზავნილი მტკიცებულებები დაშვებულია და მე კვლავ წარმოვადგენ ვანო მერაბიშვილის ინტერესებს”, - აცხადებს კახიძე.