გიორგი აბაშიშვილი - გიორგი მარგველაშვილი 10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში პარლამენტის თავმჯდომარესა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს ელოდება

გიორგი აბაშიშვილი - გიორგი მარგველაშვილი 10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში პარლამენტის თავმჯდომარესა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს ელოდება

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილი 10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში პარლამენტის თავმჯდომარესა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს ელოდება. ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ის ეთერში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი საზოგადოებას და კომისიის წევრებს კონსტიტუციის სახალხო განხილვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის ხედვას გააცნობს. 

”10 მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მოწვეულია პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის წევრები. გაიმართება შეხვედრა, სადაც პრეზიდენტი გააცნობს საზოგადოებას და მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, თუ როგორია ჩვენი ხედვა კონსტიტუციის სახალხო განხილვასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.