გიორგი აბაშიშვილი - საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად შეიქმნა

გიორგი აბაშიშვილი - საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად შეიქმნა

საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად შეიქმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კონსტიტუციის შექმნაზე საზოგადოება მუშაობდეს.

”თუ აქამდე ცოტათი მაინც ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ფაქტობრივად ეს საკონსტიტუციო კომისია და ამ საკონსტიტუციო კომისიაში მოქმედი უმრავლესობა რეალურად კომისიას ქმნიდა იმ სულისკვეთებით, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით მიეღო გადაწყვეტილებები, მე მგონი, დღეს ეს პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარებში ყველაზე კარგად ჩანდა. 

საზოგადოებას უნდა ვკითხოთ და საზოგადოება უნდა ქმნიდეს კონსტიტუციას, რადგან კონსტიტუცია არის თანხმობის დოკუმენტი. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მეტი ჩართულობის განცდა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელსაც იღებს ხელისუფლება. სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიები საზოგადოებას უყურებენ არჩევნებიდან არჩევნებამდე. კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებას მართვისა და გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი ჰქონდეს”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.