დიდუბეში თანადაფინანსებული პროექტების რეაბილიტაცია 23 მისამართზე დასრულდა

დიდუბეში თანადაფინანსებული პროექტების რეაბილიტაცია 23 მისამართზე დასრულდა

დიდუბის რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

წყალსაწრეტი მილები 7 მისამართზე შეიცვალა, 4 მისამართზე  კიბეების აღდგენის სამუშაოები დასრულდა, 3 მისამართზე ლიფტი განახლდა, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი 7 მისამართზე შეკეთდა, რკინის კარები კი 3 ობიექტზე შეიცვალა. ასევე განხორციელდა შიდა წყალსადენ-კანალიზაციის, სადარბაზოს შიდა სარემონტო, სართულშუა ნაპრალებისა და შენობის გამაგრების სამუშაოები.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარდგენილი პროექტები დიდუბის რაიონის გამგეობამ  213 976 ლარით დააფინანსა.

ამ ეტაპზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები 42 მისამართზე მიმდინარეობს.

დიდუბის რაიონის გამგეობის, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში განცხადებები ყოველი თვის 10 რიცხვამდე მიიღება და განხილვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.