დღევანდელი გადაწყვეტილებების შემდეგ, უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება ძალიან სერიოზული კონკურენტი ყველა დანარჩენი ტელევიზიის და იქნება ფლაგმანი ქართულ ტელესივრცეში, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.
„დღეს ახალი ენერგია მიიღო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. მე ხელი მოვაწერე ბრძანებას ამ რეფორმასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომ ახალი ენერგიით გავაგრძელოლთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირება. გპირდებით, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება ძალიან სერიოზული კონკურენტი ყველა დანარჩენი ტელევიზიის და იქნება ფლაგმანი ქართულ ტელესივრცეში“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.