რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გასამართლებული ოქსანა სევასტიდი შეიწყალა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ოქსანა სევასტიდი 2016 წელს დააკავეს და 7 -წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მას ბრალად ედებოდა, 2008 წლის აგვისტოში ქართველი ნაცნობისთვის SMS შეტყობინებების სახით რამდენიმე ფოტოს გაგზავნა, რომლითაც, მათი მტკიცებით, სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.
ოქსანა სევასტიდი ირწმუნებოდა, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები 2008 წლის აპრილში გააგზავნა, ხოლო გამოძიება მას ედავებოდა, რომ ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა.
ოქსანა სევასტიდი 2015 წლის იანვარში დააკავეს, ხოლო 2016 წლის მარტში კრასნოდარის სასამართლომ მას 7 -წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.