„მე პირობა მივეცი სტუდენტებს, რომ კანონპროექტი დარეგისტრირდებოდა და ვასრულებ ჩემსდანაპირებს. დარწმუნებული ვარ, რომ აუდიტორია 115-ის წევრები საპასუხო ნაბიჯს გადმოდგამენ: დასრულდებამეექვსე კორპუსის პიკეტირება და 800-ზე მეტ სტუდენტს მიეცემა სწავლის შეუფერხებლად გაგრძელების საშუალება.“
პარლამენტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტისსაკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე განხილვის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ დღეს განათლების, მეცნიერებისა დაკულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კანონპროექტი ეფუძნება 20-ზე მეტი ქვეყნის გამოცდილებას. მისი მიზანია,გაუმჯობესდეს თითოეული სტუდენტის უფლება, თანაბრად იყოს ჩართული უნივერსიტეტის მართვის პროცესებში დასაკუთარი ჩართულობით ხელი შეუწყოს სვლას უკეთესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებისკენ.
„სამთვიან მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული თვითონ სტუდენტები, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ“,- განაცხადამარიამ ჯაშმა.
მისი განმარტებით, კანონპროექტი 4 ძირითად ცვლილებას ითვალისწინებს:
პირველი ეხება უფლებას, რომ ყველა სტუდენტი პირდაპირი წესით იყოს არჩეული ფაკულტატურ საბჭოში. „დღეს ასეთივე წესი მოქმედებს სენატის წევრების არჩევის პროცესში, რომ არ მოხდეს არჩევის წესებს შორისგათანაბრება და ფაკულტატურ საბჭოში მონაწილეობისთვის არ იყოს აუცილებელი სტუდენტურითვითმმართველობის წევრობა“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მისი ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტმა უკვე შეცვალა უნივერსიტეტის დონეზე ფაკულტატური არჩევის წესი. კანონპროექტით იგივეუფლება გავრცელდება ყველა სტუდენტზე ქვეყნის მასშტაბით.
მეორე ცვლილების თანახმად, არა მხოლოდ ბაკალავრიატის სტუდენტებს, არამედ მაგისტრატურისა დადოქტორანტურის სტუდენტებსაც მიეცემათ უფლება, იყვნენ არჩეული სენატში და ფაკულტატურ საბჭოებშიპროპორციულად, იმის მიხედვით, თითოეულ საფეხურზე რამდენი სტუდენტიც სწავლობს. „ეს არის ლოგიკურიცვლილება, რადგან მეორე და მესამე საფეხურის სტუდენტს უფრო გამოცდილი და ღირებული პოზიცია შეიძლებაჰქონდეს სწავლების პროცესების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით“, - განმარტა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მესამე ცვლილებით, ყველა სტუდენტს მიენიჭება უფლება, თანაბარი წვდომა ჰქონდეს უნივერსიტეტისინდივიდუალური და ერთობლივი სტუდენტური ინიციატივების დაფინანსებაზე. „ეს ცვლილება არ ეხება უშუალოდსტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებისთვის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილ სახსრებს, რაც ისედაცუნივერსიტეტის გადასაწყვეტი“ - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მისივე ინფორმაციით ეს ცვლილება უკვე განახორციელათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს გრანტი კონკრეტულიინიციატივისთვის, შესაბამისი განხილვის პროცედურებისა და გამარჯვების შემთხვევაში.
მეოთხე ცვლილება ეხება კანონის 45-ე მუხლს, თუმცა მარიამ ჯაშის განცხადებით, მოთხოვნა სტუდენტურითვითმმართველობების გაუქმების თაობაზე არ არის გათვალისწინებული. კანონპროქტის თანახმად, თითოეულიუნივერსიტეტის დონეზე დარჩება სტუდენტების წარმომადგენლობის 1 წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც უნდააირჩიოს სტუდენტების არანაკლებ 10%-მა. „ამ ეტაპზე შეგვიძლია უფრო მეტი არჩევანის უფლება მივანიჭოთსტუდენტებს და უშუალოდ უნივერსიტეტის დონეზე გადაწყდეს, თუ რა სახელსა და სტრუქტურას აირჩევენსტუდენტური ორგანიზაციისთვის - სტუდენტურ თვითმმართველობას, კლუბს, ასამბლეას თუ სხვას“, - განმარტამარიამ ჯაშმა.