იან კელი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე საქართველოს პრემიერის ინიციატივას მიესალმება

იან კელი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე საქართველოს პრემიერის ინიციატივას მიესალმება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე, მიესალმება.

როგორც ელჩმა აღნიშნა, მედია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

„საქართველო არის მოდელი დემოკრატიული განვითარებისა და მმართველობის. გვჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ზრდის მიმართულებას გააგრძელებს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება თავისუფალ მედიას და მე პირადად მივესალმები მედიაომბუდსმენის ინსტიტუტს“, - განაცხადა იან კელიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის და სათანამშრომლოდ მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველებს, საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებსა და სპეციალისტებს იწვევს.