კურტ ვოკერი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შტატების მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას

კურტ ვოკერი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შტატების მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატო-ში და მაკკეინის „საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის“ დირექტორი კურტ ვოკერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შტატების მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

”ამერიკის ხმის” ქართული ბიუროს ინფორმაციით, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან ჩანს ღიაობა და იმედი, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს.

”ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ ვხედავთ ღიაობასა და იმედს, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს და დაიწყოს თანამშრომლობა იმაზე, რაზეც ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროცესში სხვა ქვეყნების ინტერესები გაიყიდება. საქართველო კი ერთგულია მის მიერ არჩეული კურსის, რაც გულისხმობს დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, ისევე, როგორც ტრანსატლანტიკური საზოგადოების ღირებულებებს”, - განაცხადა კურტ ვოკერმა.