დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანისგან მომავალ საფრთხეზე ისაუბრეს

დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანისგან მომავალ საფრთხეზე ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ, სატელეფონო საუბარში ირანის ბოლო საომარი ქმედებები განიხილეს. 
 ტრამპმა და ნეთანიაჰუმ დეტალურად ისაუბრეს „ირანისგან მომავალ საფრთხეებზე და ირანის აგრესიაზე რეგიონში და იმის საჭიროებაზე, რომ აშშ-მ და ისრაელმა ერთად ითანამშრომლონ, რათა ამ საფრთხეებს დაუპირისპირდნენ“, - იუწყება ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი. 
სატელეფონო საუბრისას, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს ვაშინგტონში თბილი მიღებისთვის. 
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს ასევე მადლობა გადაუხადა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მისი განცხადებებისთვის. 
თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებით, ნეთანიაჰუმ და ტრამპმა „ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ დაპირისპირების გაგრძელების საჭიროებაზე ისაუბრეს“.