მოგესალმებით,მივესალმები ჩემი ფეისბუქ მეგობრებს, ფეისბუქ მომხმარებლებს. როგორც დაგპირდით ბოლოს, როდესაც გვქონდა ვიდეოდიალო გითხარით, რომ გადავედით კომუნიკაციის ახალ ფორმატზე, სადაც მეტი სიხშირით ვისაუბროთ მიმდინარე აქტუალურ პორბლემებზე და თემებზე, მე ჩემს აზრს გაგიზიარებთ და დიდი ყურადღებით გავეცნობი თქვენს კომენტარებს ამასთან დაკავშირებით. აქვე მინდა დავაზუსტო და მინდა მოგახსენოთ, რომ როგორც კი დრო მომცემს იმის საშუალებას, რომ მონოლოგის ნაცვლად დიალოგის ფორმატზე გადავიდეთ, -- ეგ ურთიერთობაც მოვსინჯოთ აუცილებლად. მითუმეტეს, რომ დღეს ფეისბუქი იძლევა ამის სშუალებას. ამჯერად ვინაიდან რუსთავი ორის სასამართლო პროცესის ირგვლივ მიდის მსჯელობა-- ამაზე მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას! მოდით დავიწყებ დღევანდელი პრემიერ- მინისტრის ინიციატივით ,რასაც მივესალმები მედიაომბუდსმენის შესახებ… თავისთავად მედიის მდგომარეობა დღევანდელი მოცემულობით მე პირადად , როგორც მაყურებელს მაკმაყოფილებს და ჩემში შფოთს არ იწვევს--- ბევრი ტელეკომპანაია მაუწყებლობს დღეს ჩვენ ქვეყანაში, ბევრი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაა შექმნილი, პრინციპში ყველა მათგანი გასულია კონტროლის ან ცენზურის ზონიდან, ზოგ შემთვევაში თვითკონტროლის ზონიდანაც კი)))).ჩვენ კარგად გვახსოვს ყველას რა მდგომარეობა იყო ამ მიმართულებით 2012 წლამდე და ძალიან კარგი იქნება თუ მოვიშველიებთ სტატისტიკას , ვნახავთ რამდენი ლიცენზი იყო გაცემული, რამდენი ლიცენზია არის 2012 წლიდან დღემდე გაცემული. ეს ყველაფერი გამოგვადგება შედარებისთვის. ამას დავარქვით ყველამ თავისუფლება და მიგვაჩნია ასევე ყველას რომ ეს არის ერთერთი ძირითადი ფასეულობა ჩვენს ქვეყანაში. ამის ფონზე სამართლებრივი დავა რუსთავი ორის გამო, რომელიც შეიფუთა ერთერთი მხარის მიერ, როგორც თავისუფალი სიტყვის აპოკალიფსი თვალსაჩნოს ხდის ერთ მთავარ პრობლემას-- მედიაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიის, იგივე სიტყვის თავისუფლების, სწორი ინფორმაციის გავრცელების სავალდებულო ჩარჩოებს რომ არ გასცდეს, ან ამ მუშაობაში გარეშე ძალის შეჭრა და ჩარევა არ მოხდეს საჭიროა ერთგვარი მონიტორინგი, უფრო სწორად წამმართველი იდეა, კონცეფცია რომელიც ამ ვნებებს და ქაოსს წესრიგში მოიყვანს. ამიტომ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა საერთაშორისო სპეციალისტები იქნან მოწვეული ამ ყველაფრის შესასწავლად და მოსაწესრიგებლად მე ვფიქრობ არის ძალინ მნიშვნელოვანი და დროული. მე პირადად ვისურვებდი რომ ბატონი ადამ მიხნიკიც ჩართული ყოფილიყოს ამ ჯგუფის მუშაობაში ეს უბრალოდ მაგალითად მომყავს, ვინ თუ არა ის შეაფასებს, შეადარებს და რაციონალურად განსაზღვრავს მედიის თავისუფლების ხარისხს დღევანდელ და გუშინდელ საქართველოში. ჩვენ ოპონენტებს არ უყვართ ხოლმე საუბარი, როდესაც წარსულს ვახსენებთ, როდესაც ვეუბნებით ამ იმართყლებით რა მდგომარეობა იყო, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მედია, მაგრამ რას იზამ, უნდა მოვახდინოთ შედარებები, უნდა ვისაუბროთ ამაზე ღიად... დარწმუნებული ვარ მედია ომბუდსმენის მუშაობის შედეგად მედიის ხარისხიც აუცილებლად. მოიმატებს. რაც მეტია თავისუფლება მით მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს ნებისმიერ საქმეში-. დარწმუნებული ვარ ამაში უმეტესობა თქვენგანი დამეხმარება.
რაც შეეხება რუსთავი 2-ის პროცესს, -ჩვენთვის, ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის არის ბუნებრივი მდგომარეობა და მოცემულობა როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, აგრეთვე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობა ქვეყანაში. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა 2012 წლის არჩევნების შედეგად სხვა დემოკრატიულ ღირებულებებთან და სიკეთეებთან ერთად. და ეს არის რასაც პირველ რიგში ჩვენი გუნდი არ დათმობს, ვინაიდან ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო ჯიბის სასამართლო და დატერორებული ტელევიზიები...ჩვენ ამაზე საუბარი არ უნდა მოგვერიდოს და ღიად უნდა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. ბევრი დრო არ გასულა, სულ რაღაც ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს გარემოებები შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში.
დიახ რუსთავი 2 ეს არის პარტიული ტელევიზია და ამას თვითონაც აღიარებენ,ამაზე ღიად საუბრობენ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასმით მინდა ვთქვა, სიტყვის თავისუფლების უფლებით!!!
და რა? - როდის ქონიათ ამ გამოხატვაში მათ პრობლემა? როდისმე ქონიათ მუშაობაში ბარიერები?
ისმის ძალიან მარტივი კითხვა- თუ ამ 5 წლის მანძილზე ტელევიზია, კონკრეტული პარტიის პროპაგანდის რუპორი არ შეზღუდულა, მეტიც, ხელისფულება, თითოეული ჩენგანი, მეც ვთანამშრომლობდით ზუსტად ისე როგორც სხვა არხებთან. რატომ შეიზღუდება მანცდამაინც ახლა?
თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა, მეგობარმა და მოქალაქემ მშვენივრად იცის, რომ რუსთავი ორს არავითარი შეზღუდვა არ ქონია და არ ექნება არასდროს!
კარგი იქნება თუ გაიხსენებენ ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამგეგმავი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ქმედებებს ხელისუფლებაში ყოფნისას სხვა ტელევიზიებთან მიმართებაში-- ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ნაციონალებმა რა იკადრეს, ყველანაირი მეთოდი გამოიყენეს თავისუფალი სიტყვის შესაზღუდად გადაცემების ბოიკოტირებიდან დაწყებული ტელეკომპანიების დახურვით და დარბევით დამთავრებული.... და ახლა როგორ დავიჯერო, რომ მედიის მაშინდელი ტერორზე მეტად ამჟამად ორ პირს შორის სასამართლო დავის შედეგი არის აღმაშფოთებელი თუ შესაშფოთებელია ვინმესთვის?
--დღეს ვინც ჩვენ გვეუბნება და გვიკიჟინებს, ჩვენი შინაური ჟურნალისტები თუ ოპოზიცია მაქვს მხედველობაში, დავიჯერო კოლექტიურად დაექვემდებრეთ ნაციონალების პროპაგანდისტულ გიპნოზს და დაიჯერეთ რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება? რისგან, ვისგან? ერთმა ნაციონალების დროს მფლობელმა მეორე ნაციონალების დროს მფლობელს რომ ტელევიზია სასამართლოს ძალით დააბრუნებინა-- ეგ გახდა თქვენი თავისუფლების პრობლემა? სირცხვილია როცა სრული თავისუფლების პირობებში ყვირიან, რომ იზღუდებიან რამეში.
კიდევ ერთხელ გააცნობიერეთ, რომ დავაში მოგებული მხარე არის ის პიროვნება , ვისაც ტავის დროზე აყიდინა ეს ტელევიზია სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, დავაში მონაწილეობენ მხარეებად სააკაშვილთან ამჯერად კარგად მყოფი და მეორეს მხრივ მისგან შერისხული, მაგრამ როდესღაც აგრეთვე კარგად მყოფი პირები. ამ საქმემ ქვეყანაში არსებული ყველა ინსტანცია გაიარა, სასამართლოს მუშაობას ჩვენი შეფასებებიტაც კი არ ვეხებოდით ხელისუფლების სხვა შტოებს წარმომადგენლები.....
მოკლედ ერთს ვიტყვი-- უმეტესობა არასწორად იყენებს თავისუფლებას- იბრძვიან, ყვირიან მის მოსაპოვებლად, და როცა აღწევენ მიზანს მერე ვერ ხვდებიან თავის და ქვეყნის სასიკეთოდ როგორ გამოიყენონ ეს მოპოვებული. ის რაც ამ დღეებში რუსთავი ორის ირგვლივ ხდება მაგის მაჩვენებელია-- თავისუფალი სიტყვის, ნების და განწყობების მქონე ხალხი ყვირის იქ სადაც სალაპარაკოც კი არაფერია და თხოულობს იმას რაც უკვე ისედაც ხელში აქვთ.
ეს არის ჩემი მოსაზრება რუსთავი 2-თან დაკავშირებით. მე აუცილებლად გავეცნობი კომენტარებს და შესაბამისად, ვეცდები, გიპასუხოთ. ჩვენ ამ ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობას და ვეცდებით,რომ სხვა მნიშვნელოვან თემებზეც გაგაცნით ჩემი მოსაზრება. სამომავლოდ აუცილებლად გადავალთ დიალოგის რეჟიმში და მე ვფიქრობ, საინტერესო იქნება. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ჩემს ფეისბუქ მეგობარს. გისურვებთ წარმატებებს და ძალიან მალე შევხვდებით ისევ! აბა დროებით!