დიდუბის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში დაზიანებული სპორტული მოედნების განახლება დაიწყო.

წერეთლის გამზირის N55 ა-ში, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის  მე-14 კორპუსთან, ასევე, მე-3 კვარტლის 34-ე და 35-ე კორპუსებთან, კონტრაქტორი კომპანია დაზიანებული სპორტული მოედნების დემონტაჟს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, ამორტიზებული საფარი კომბინირებული ხელოვნური საფარით შეიცვლება, დაისხმება ბეტონი, ტერიტორია შემოიღობება  მავთულბადით, დაზიანებული ინვენტარი კი განახლდება.

სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოებს, დიდუბის რაიონის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები  შ.პ.ს „საფეხბურთო კლუბი ერთობა“ და „ჯორჯიან ინვესტი“ ახორციელებენ.