„ვფიქრობ, კიდევ ერთ ავტორიტეტულ ხმას მოვისმენთ, რამდენადაა დაცული მედიათავისუფლება საქართველოში დაცული“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივას ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით. ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ინიციატივა დროული და მნიშვნელოვანია.
„არის რაღაც ტიპის ინსინუაციები, ეჭვები და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დროული ინიციატივა პრემიერ მინისტრის ომბუდსმენის შექმნასთან დაკავშირებით. შეიქმნება ეს სტრუქტურა და მერე ყველანი, ვფიქრობ, კიდევ ერთ ავტორიტეტულ ხმას მოვისმენთ, რამდენადაა დაცული მედიათავისუფლება საქართველოში დაცული. აქ პრემიერმინისტრს არ უთქვამს, რომ მედიაომბუდსმენად მოწვეული იქნება, დავუშვათ, მთავრობის პიარ სამსახურის ხელმძღვანელი.აქ საუბარია იმაზე, რომ უცხოელი ექსპერტი, ვინც არის ამ სფეროში მთავარი ავტორიტეტი, ასეთი ადამიანი ან ადამიანები იქნან საქართველოში მოწვეულნი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.