პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა.
დასრულებული სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ - დავით დარჩიამ დაათვალიერეს.
„მიმდინარე წლის სტიქიური მოვლენების დროს ოზურგეთის სოფლებში ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. მდგომარეობა შესაბამისმა სამსახურმა შეისწავლა, დადგინდა ზარალის ოდენობა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მოხდა 50-მდე კერძო და 3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვა. საერთო ჯამში 100-მდე ოჯახს დავეხმარეთ,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
პროექტის ჯამური ღირებულება 260 000 ლარს შეადგენს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 2017
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიება