დილით გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრაარასამთავრებო ორგანიზაციებთან,რომლებიც მუშაობენ მედიის საკითხებზე. გვქონდა შესაძლებლობა, რომ განგვეხილაროგორც ის კონკრეტული სამართლებრივიდავა, რომელზეც ახლა უკვე მსჯელობსევროპული სასამართლო, ასევე, ზოგადად, მედია გარემო და მედია პლურალიზმისაქართველოში.
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომჩვენთვის მედიის თავისუფლება დაგამოხატვის თავისუფლება არისმნიშვნელოვანი ღირებულება - ეს უფლებაბევრად უკეთესად არის უზრუნველყოფილიდა დაცული ქვეყანაში, ვიდრე მანამდეოდესმე ყოფილა. რა თქმა უნდა, მომართული ვართ იმისკენ, რომ ასეცგაგრძელდეს და უზრუნველყოფილი იქნასპლურალიზმი.
ის ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმაწამოაყენა, ემსახურება მხოლოდ დამხოლოდ იმას, რომ ამ კუთხით ჩვენდამატებითი მხარდაჭერა და დახმარებაგვქონდეს. საზოგადოებაში რაიმე კითხვებისგაჩენის შემთხვევაში, არსებობდეს ამკითხვებზე პასუხის გაცემის მაღალილეგიტიმაციის და მაღალი ნდობი მქონეორგანო.
ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოშიმოვიწვიოთ ძალიან რეიტინგული, მსოფლიო დონის ექსპერტები მედიაომბუდსმენის რანგში, რომელთაც ნებისმიერსაკითხზე, რომელიც მედია პლურალიზმისთვალსაზრისით შეიძლება გახდესგანხილვის საგანი, ექნება ძალიანკომპეტენტური აზრი და უპასუხებს ასეთიტიპის კითხვებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს პოზიციადა ეს ინიციატივა ძალიან დადებითად დაპოზიტიურად მიიღეს. ასევე ჩვენ ღია ვართნებისმიერი რეკომენდაციისთვის. თუ ვინმესაქვს მოსაზრება, რომ მეტი ნაბიჯები არისგადასადგმელი ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება აღარშეიზღუდოს ქვეყანაში ისე, როგორც წინახელისუფლების პირობებში იზღუდებოდა. ამ წინადადებების მისაღებად ჩვენ ვართგახსნილები.
ჩვენ არ გვინდა დავტოვოთ რაიმე კითხვისნიშნები, მითუმეტეს, როდესაცხელისუფლებას არ გააჩნია სიტყვისთავისუფლების შეზღუდვის არანაირიგანზრახვა.