დეპუტატი ზაზა გაბუნია პოზიტიურ ინიციატივას უწოდებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას მედიამბოდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ.
"ძალიან პოზიტიური ინიციატივაა, რადგან ამით ვქმნით დამატებიტ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ საქართველომ გაიუმჯობესოს პოზიციები მედიათვისუფლების რეიტინგში, რომელშიც ჩვენ ისედაც წინ ვართ წასულები. ასეთი გადაწყვეტილებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ მდგომარეობას, რაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ასევე, სავარაუდოდ, მედიაომბუდსმენი იქნება ევროპელი, თავის საქმეში მაღალი ავტორიტეტის და კვალიფიკაციის მქონე. ამით ჩვენი ხელისუფლება ამბობს იმას, რომ არაფერი გვაქვს დასამალი ევროპისთვის და ამ გადაწყვეტილებიტ ვქმნით მედიაპლურალიზმის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის",- განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის იდეით გამოდის.