სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის შენობის წინ აქცია შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მიიღეს.
ორგანიზატორთა თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს საშიშროება, რომ “რუსთავი 2”-ში რამე მოხდება, მხარდამჭერებს კი 12 მარტს დაგეგმილ აქციაზე მისკვლისკენ მოუწოდეს.
უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ არხის მხარდამჭერები სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის შენობის წინ აქციას მართავდნენ. მათ კარვები ჰქონდათ გაშლილი და აცხადებდნენ, რომ ბოლომდე დაიცავდნენ “რუსთავი 2”-ს.