ნათელი მოეფინა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკურ საფუძვლებზე. ეს არის სირცხვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ განუცხადა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ უზენაესმა სასამართლომ და წინა ინსტანციებმა, მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიიღეს გადაწყვეტილება. მელიას განცხადებით, “რუსთავი 2”-ის დასაცავად ბრძოლა გრძელდება.
“დღევანდელი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე აქვს ივანიშვილის ხელისუფლებას მიღებული გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასამართლოს სხვა გზა არ ჰქონდა და უპრეცედენტო ვადაში შეაჩერა აღსრულება. ეს არის უპირობო გამარჯვება თითოეული ჩვენგანის, თითოეული აქ მყოფი ადამიანის. ბრძოლა გრძელდება. ჩვენ არ ვაპირებთ “რუსთავი 2” გავატანოთ ბიძინა ივანიშვილს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათელი მოეფინა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო გადაწყვეტილებები პოლიტიკურ საფუძველზე მიიღება. ეს არის სირცხვილი”, - განაცხადა გუშინ ნიკა მელიამ.