სანამ ახალგაზრდა წითელმა ინტელიგენტებმა გადაწყვიტეს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ისედაც წასული იყო, პატრიოტთა ჯგუფმა ბოლომდე არ ჩამოუშვა ხელები და შედეგიც დაიდო

სანამ ახალგაზრდა წითელმა ინტელიგენტებმა გადაწყვიტეს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ისედაც წასული იყო, პატრიოტთა ჯგუფმა ბოლომდე არ ჩამოუშვა ხელები და შედეგიც დაიდო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ პროცესებს ეხმაურება. სააკაშვილის განცხადებით, სანამ ახალგაზრდა წითელმა ინტელიგენტებმა გადაწყვიტეს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ისედაც წასული იყო, პატრიოტთა ჯგუფმა ბოლომდე არ ჩამოუშვა ხელები და შედეგიც დაიდო. 

„სანამ ახალგაზრდა წითელმა ინტელიგენტებმა და ყველა ჯურის კონფორმისტებმა გადაწყვიტეს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ისედაც წასული იყო და ამიტომ მთავარი ქართული სახელმწიფოს შემქმნელის ლანძღვა და საკუთარ უუნარობაში დადანაშაულება იყო, პატრიოტთა ჯგუფმა ბოლომდე არ ჩამოუშვა ხელები და შედეგიც დადო. საბოლოო გამარჯვებაც დარჩებათ მებრძოლ იდეალისტებს! ვსვამ რუსთავი ორელების და საქართველოს სადღეგრძელოს!“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სააკაშვილი.