იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურად შესრულების ვალდებულება აქვს.
როგორც ალაფიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრაქტიკა ყოველთვის ერთგვარია.
„ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილებები ძირითადად დაკავშირებულია თავისუფლების მნიშვნელოვან შეზღუდვასთან და ასეთ საფრთხეებთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრაქტიკა ყოველთვის ერთგვარია. ამის შემდეგ მთავრობას აქვს ვალდებულება ეფექტურად იმოქმედოს ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები განსხვავდება ჩვეულებრივი სასამართლოს გადაწყვეტილებებისგან. მხედველობაში მაქვს შიდასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები. თუკი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად არ აღსრულდება, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიმართ სანქციების გამოყენებაზე მსჯელობს მინისტრთა კომიტეტი ევროსაბჭოში. უშუალოდ სახელმწიფოს და ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულებები, შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ალაფიშვილმა.