მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი დაინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადმინისტრაციიდან აცნობეს, განცხადებას 22:30 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გააკეთებს. ბრიფინგის თემა „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დროებით - 8 მარტამდე შეჩერების თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა.