პარლამენტის მიერ კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედებას, შესაძლოა, მომდევნო მოწვევის პარლამენტის თანხმობა დასჭირდეს

პარლამენტის მიერ კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედებას, შესაძლოა, მომდევნო მოწვევის პარლამენტის თანხმობა დასჭირდეს

პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებას, შესაძლოა მომდევნო მოწვევის პარლამენტის თანხმობა დასჭირდეს.

”ქართული ოცნების” მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც ჯერ მხოლოდ სამუშაო ვარიანტს წარმოადგენს, კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების წესის შეცვლას ითვალისწინებს.

კერძოდ, აღნიშნული პროექტის მიხედვით, კონსტუტიციაში ცვლილებების შეტანის კვორუმი სამი მეოთხედიდან ორ მესამედამდე მცირდება. ამასთან, უქმდება წესი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა სამ თვიანი ინტერვალით გატანას ითვალისწინებს.

”ქართული ოცნება” სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას სთავაზობს ინიციატივას, რომლის მიხედვით, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონი პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევო მოწვევის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ.

ამავე პროექტით, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მიღებისთანავე, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი.