სტოლტენბერგი - მხოლოდ უკრაინელებსა და ქართველებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ნატო-ში ინტეგრაციაზე და სხვა არავის აქვს უფლება ჩაერიოს ამ არჩევანში

სტოლტენბერგი - მხოლოდ უკრაინელებსა და ქართველებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ნატო-ში ინტეგრაციაზე და სხვა არავის აქვს უფლება ჩაერიოს ამ არჩევანში

არანაირი გარანტიები და დაპირებები იმის თაობაზე, რომ ალიანსი არ გაფართოვდება არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვეიცარიულ გაზეთ Le Temps-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

„არ არსებობს მსგავსი დაპირებები ან შეთანხმებები, შემიძლია ეს დოკუმენტურად გაჩვენოთ, თუ ვინმეს ეს სურს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

„მსგავს რამეს ადგილი რომ ჰქონოდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა. რა უფლებით შეძლებდნენ მოსკოვი და ვაშინგტონი მოლაპარაკებების გამართვას, პოლონეთის ან ესტონეთის მომავალი რომ გადაეწყვიტათ?“ - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. 

ჟურნალისტის კითხვას, რომ „ხომ არ არის დრო უარი ითქვას საქართველოს და უკრაინის ნატო-ში მიღებაზე იდეაზე“, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასე უპასუხა:

„ეს უკიდურესად სახიფათო იქნებოდა. თუ ნატო ლაპარაკს დაიწყებს, რომ მზად არის კარები დაუხუროს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა უკრაინა ან საქართველო, რათა რუსეთთან ურთიერთობები შეამსუბუქოს, ეს იქნება მიუღებელი რამის მიღება: გავლენის სფეროების აღდგენა, რომლის დროსაც დიდი ქვეყნები გადაწყვეტილებებს იღებენ პატარა ქვეყნების ნაცვლად. მხოლოდ უკრაინელებსა და ქართველებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ნატო-ში ინტეგრაციაზე ნატო-ს 28 წევრის თანხმობის შემთხვევაში და სხვა არავის აქვს უფლება ჩაერიოს ამ არჩევანში“.