ხატია დეკანოიძე - გამორიცხული არ არის„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „რუსთავი 2“-ის დასაცავად ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყოს

ხატია დეკანოიძე - გამორიცხული არ არის„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „რუსთავი 2“-ის დასაცავად ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყოს

გამორიცხული არაა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „რუსთავი 2“-ის დასაცავად ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაიწყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა. 
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, სამომავლო ნაბიჯების შესახებ კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების შეკრებაზე განიხილება. 

„ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის საზოგადოების წარმომადგენლებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ ერთი რამ, რომ ეს არ არის მხოლოდ პარტიული ამოცანა, ეს არის ზეპარტიული ამოცანა. საქართველო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რასაკვირველია, შეკრებაზე ჩვენ ასევე განვიხილავთ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხსაც. რასაკვირველია, ასევე შესაძლებელია ფართომასშტაბიანი აქციებიც, რომელიც სამოქალაქო პროტესტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. იგეგმება კიდეც აქციები, მათ შორის ფართომასშტაბიანი, აუცილებელია საზოგადოების გააქტიურება, რათა არ მოხდეს უზურპაცია სამოქალაქო ინსტუტების და თავისუფალი მედიის. ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის და მისი დემოკარტიული განვითარებისთვის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.