რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ ვოლსკი ეხმაურება.
„ტვიტერის“ პირად გვერდზე მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ უვიზო მიმოსვლის მიღებას დაელოდა „მიამიტი“ ევროკავშირისგან, რათა შემდგომ ხელში ჩაეგდო „უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეარხი“.
„როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს მთავრობა მიამიტი ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის მიღებას დაელოდა „რუსთავი 2“-ის, უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეარხის ხელში ჩასაგდებად“, - დაწერა ევროპის სახალხო პარტიის ვიცე -პრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ.