ქიბარ ხალვაში - „რუსთავი 2“-ში, ალბათ, უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალდატანებით - დღეს და ხვალ

ქიბარ ხალვაში - „რუსთავი 2“-ში, ალბათ, უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალდატანებით - დღეს და ხვალ

„რუსთავი 2“-ში, ალბათ, უახლოეს მომავალში შევალთ, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში განაცხადა. 

„ეს არ შეიძლება გაგრძელდეს წლობით. „რუსთავი 2“-ში, ალბათ, უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალდატანებით - დღეს და ხვალ“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. 

რაც შეეხება შესაძლო საკადრო ცვლილებებს, ხალვაში აცხადებს, რომ „ვისაც უნდა წასვლა, ყველა წავა, ვისაც უნდა, დარჩება“.

„კომერცია არის წარმატების საწინდარი. თუ გვინდა, ვიყოთ კომერციულად გამართული და წარმატებული ორგანიზაცია, პირველ რიგში, არხს უნდა ჰქონდეს რეიტინგი. რეიტინგს სჭირდება პროფესიონალი ადამიანები“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ახლა „რუსთავი 2“-ში პროფესიონალები მუშაობენ.