საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საერთაშორისო საკითხების გადაჭრის მიზნით, რუსეთთან „მომთხოვნი“ დიალოგის წარმართვას გეგმავს.
„მსურს მომთხოვნი დიალოგი წარვმართო რუსეთის ხელისუფლებასთან, რაც მინსკის შეთანხმებების პროცესის ფარგლებში შესაძლებელს გახდის სანქციების გაუქმებას, მაგრამ ეს ითვალისწინებს აღნიშნული პროცესის პირობების შესრულებას“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მისივე თქმით, სირიის კონფლიქტის გადასაჭრელად საჭიროა რუსეთთან საუბარი ისევე როგორც „სხვა რეგიონალურ ავტორიტარულ ქვეყნებთან, რომლებთან ერთად ჩვენ არ ვიზიარებთ ერთ ღირებულებებს, მაგრამ რომლებიც შეუცვლელ პარტნიორებად რჩებიან ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მშენებლობის კუთხით“.