შავი ზღვის უსაფრთხოებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, საქართველოს რამდენიმე ინიციატივა აქვს წარდგენილი, - ამის შესახებ გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს, როგორც ბევრ სხვა ქვეყანას, აქვს თავისი წილი ამ უსაფრთხოების პროცესში, რადგან ჩვენ ვართ შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა.
"ამ შემთხვევაში, თამამად შემიძლია ვთქვა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს შესაბამისი ქვედანაყოფი, რომელსაც შეუძლია აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში. ჩვენც გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელიც შეგვიძლია ავიღოთ ამ უსაფრთხოების პროცესებში. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს გარკვეული ინიციატივები, ეს არის მომავლის საკითხი“, - განაცხადა ჩაჩიბაიამ.