„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერების გარკვეულმა ნაწილმა ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაშლილ კარვებში გაატარა

„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერების გარკვეულმა ნაწილმა ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაშლილ კარვებში გაატარა

„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერების გარკვეულმა ნაწილმა მთელი ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაატარა. „რუსთავი 2“-თან წუხელ კარვები გაიშალა, რაც ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩება.

მოქალაქეებმა ტელეკომპანიასთან შეკრება უზენაესი სასამართლოს იმ განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყეს, რომლითაც 9 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

საზოგადოების ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონობად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად და ხელისუფლების მიერ „რუსთავი 2“-ის წართმევად“ აფასებს.