თბილისში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიხსნა

თბილისში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიხსნა

სასტუმრო „რედისონში“ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიხსნა. სხდომის გახსნისას სესიის მონაწილეებს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, პეტრ პაველმა მიმართა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

ნატო-ს უმაღლეს სამხედრო მაღალჩინოსნებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ალიანსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

სიტყვით გამოსვლების შემდეგ სესია დახურულ ფორმატში გაგრძელდება. 

ნატო-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.