გიორგი ბარამიძე:   ვაპირებთ ხალხის მობილიზებას

გიორგი ბარამიძე: ვაპირებთ ხალხის მობილიზებას

„ნაციონალური მოძრაობა“ ფიზიკურადაც „რუსთავი 2“-ის გვერდით იქნება, ვაპირებთ ხალხის მობილიზებას, - ამის შესახებ პარტიის წევრმა გიორგი ბარამიძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

ბარამიძის თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმის დასასრულის დასაწყისის დღეა. "ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ადამიანი, ვისაც ესმის, ეს რა ფასეულობაა. აუცილებლად უნდა გავარჩიოთ, ვის რა ეწყინა და ვის რა შეეშალა. ახლა უნდა გადავარჩინოთ „რუსთავი 2“. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე, ვაპირებთ ხალხის მობილიზებას. იმიტომ არა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიაა, ეს ასე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამას ლაპარაკობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ გაანადგურეს და როგორც ქართული საზოგადოება ვერ გააჩერა ვერავინ, ისე ვერ გაანადგურებენ „რუსთავი 2“–ს. ვიდგებით თქვენს გვერდით ფიზიკურადაც. ვიქნებით თქვენს გვერდით დღისით, ღამით, როცა საჭირო იქნება. აქ არანაირი პარტიული თემები არ იქნება, იქნება ერთი ჯანსაღი აზრი, თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.