ნიშანდობლივია, რომ ცხრავე მოსამართლემ ერთსულოვნად მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება

ნიშანდობლივია, რომ ცხრავე მოსამართლემ ერთსულოვნად მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება

ალბათ ისიც ნიშანდობლივია, რომ ცხრავე მოსამართლემ ერთსულოვნად მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე და როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიეღო. კახიანის თქმით, ის, რომ ქიბარ ხალვაში არის დეპუტატ ფატი ხალვაშის ძმა, არ არის ის გარემოება, რომელსაც შეიძლება რაღაც სამართლებრივი შეფასება გაუკეთდეს.

„სასამართლო გადაწყვეტილებას არ იღებს ასეთი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე. როგორც ჩანს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი გადაწყვტილება უნდა მიეღო. ალბათ ისიც ნიშანდობლივია, რომ ცხრავე მოსამართლემ ერთსულოვნად მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. მომწონს მე თუ არ მომწონს ეს გადაწყვეტილება, ეს არის მეორეხარისხოვანი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.