11 თებერვალს მამა გიორგის ბრალი ჰქონდა წაყენებული შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენისთვის

11 თებერვალს მამა გიორგის ბრალი ჰქონდა წაყენებული შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენისთვის

11 თებერვალს მამა გიორგის ბრალი ჰქონდა წაყენებული შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენისთვის, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის თქმით, „უპრიანი იქნებოდა“ მთავარ პროკურორს, რომელმაც ფაქტის შესახებ 13 თებერვალს გააკეთა განცხადება, ორი დღით ადრე წაყენებული ბრალი გადაემოწმებინა.

მიხეილ რამიშვილმა პროკურატურის მოწმე, ირაკლი მამალაძეც გააკრიტიკა. „მობრძანდა პროკურატურის „ოქროს მოწმე“ და თქვა, რომ ჩემი შეხედულებით უმაღლესი სასულიერო პირის მიმართ ხორციელდებოდა მკვლელობის მომზადების საქმე. 2 თებერვალს აღიძრა საქმე, 3 თებერვალს გაიცა ბრძანება თვალთვალისა და მიყურადების შესახებ. დღემდე რასაც ვითხოვთ მტკიცებულებად, არ არსებობს საქმეში სად, როდის და ვისგან შეიძინა ციანიდი მამა გიორგიმ. ყველაზე საინტერესო კი არის ერთი რამ - როდესაც 13 თებერვალს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ თურმე საქართველო ავაცილეთ უბედურებას, თქვენ იცით, რომ 11 თებერვალს მამა გიორგის ბრალი ჰქონდა წაყენებული შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო“, - განაცხდა მიხეილ რამიშვილმა.